Chateau Chikovaniზღვაზე დამსვენებელთა საყურადღებოთ:

აჩუქეთ თქვენს თავს და თქვენს ახლობლებს ორი, ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული დღე. ორი დღე და ერთი დაუვიწყარი ღამე მთის სასტუმროში გაგილამაზებთ ზღვაზე დასვენების ერთფეროვნებას.

განსხვავებული ჰავა, განსხვავებული კერძები და უნიკალური სასმელები შეგძენთ ახალ ენერგიასა და დადებით ემოციებს.

საგზურის ღირებულების 25%-ს, ამ სეზონზე იხდის საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი.

თქვენი მოგზაურობა იწყება თქვენი საცხოვრებელი სასტუმროდან, დილის 9 საათზე, და მთავრდება თქვენ სასტუმროსთან მეორე დღის საღამოს 8 საათზე. მათთვის, ვინც მოგზაურობას გადაწყვეტს ზღვაზე დასვენების დამთავრების დღეს, ჩვენ უკან დაბრუნებისას მივაცილებთ მათ სასურველ პუნქტამდე.

თქვენ მოგემსახურებათ კომფორტული მიკროავტობუსი კონდიციონერით.თქვენ მოგემსახურებათ კომფორტული მიკროავტობუსი კონდიციონერით.

 

მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ი ს  გ ე გ მ ა :

პირველი დღე

  1. გასვლა ზღვიდან დილით 9 საათზე.
  2. გელათის სამონასტრო კომლექსის ან ბაგრატის საკათედრო ტაძარის დათვალიერება.
  3. ქუთაისის ცენტრი, თეთრი ხიდი, სადილი აიეტის სასახლეში.
  4. ცნობილი საბჭოთა კურორტის, წყალტუბოს გავლით ჩასვლა პრომეთეს მღვიმეში.
  5. საღამოს, გამგზავრება ცხენისწყლის ხეობით სოფელ გორდში, რომელიც მდებარეობს სამი მხარის: იმერეთის, სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარზე.
  6. დაბინავება მთის სასტუმროში. (საცურაო აუზი, სპორტული მოედნები, ნომრები საკუთარი ტუალეტითა და შხაპით, სატელიტური ტელევიზია, უკაბელო ინტერნეტი, მინი ბარი, საუნა).
  7. ნადიმი ჩიქოვანების მამულში. უნიკალური დასავლეთური ღვინოების, ჭყუნტისა და თაფლის არაყის დეგუსტაცია.
  8. ზაფხულის ღამის ცის უკიდეგანო სივრცის ტელესკოპით დათვალიერება.

მეორე დღე

  1. დილის საუზმე. მსურველთათვის ხაში, ლავაში და არაყი.
  2. მდინარე ოკაცეს კანიონისა და დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ტყე-პარკის დათვალიერება.
  3. კინჩხის წყალვარდნილების კასკადის დათვალიერება.
  4. თევზაობა კალმახზე.
  5. გამოსათხოვარი ვახშამი ჩიქოვანების მამულში.
  6. გამომგზავრება ზღვაზე.

მესამე და მომდევნო დღეები

  • სასიამოვნო მოგონებები, დაუვიწყარ მოგზაურობაზე.

 

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com