- დეტალები
- ავტორი Chateau Chikovani
- განყოფილება: მამული
- ნანახია: 17612 -ჯერ
![]() |
კალმახზე თევზაობა ჩიქოვანების მამულში დასვენებასა და გართობას არაჩვეულებრივ ხიბლს მატებს კალმახზე თევზაობა. თქვენი ნადავლი შეგიძლიათ ნაკვერჩხალზე შეწვათ და მეგობრების წრეში დააგემოვნოთ. ეზოში წყაროს წყლებზე არსებულ პატარა ჩანჩქერებთან მოწყობილ ჯარგვლის რომანტიულ გარემოში შესაძლებელია არაჩვეულებრივად ისადილოთ. |
![]() |
ფინური აბანო ფინური აბანოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ მიიღოთ შესაბამისი სერვისი და გაიკეთოთ გამაჯანსაღებელი მასაჟი, ინებივროთ საუნის აუზში. |
![]() |
ღია აუზი აუზისა და ცურვის მოყვარულებს ზაფხულის ცხელ დღებში შეუძლიათ იბანაონ დიდ აუზშიც, და პარალელურად მიიღონ მზის აბაზანები. აუზის პირას მიირთვან ცივი ლუდი და დატკბნენ ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილის შეგრძნებით. |
![]() |
სპორტული მოედნები მამულში ფუნქციონირებს კომბინირებული სპორტული მოედანი სადაც საშუალება გექნებათ ითამაშოთ მინი ფეხბურთი, ტენისი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა თამაშები. ბილიარდის მოყვარულებს კი შაშუალება აქვთ ითამაშონ რუსული ბილიარდი მამულის საბილიარდოში. |
![]() |
ცხენით ჯირითი მათთვის ვისაც იზიდავს ცხენით ჯირითი ჩიქოვანების მამული თავაზობს საცხენოსნო სკოლას. მსურველებს საშუალება ექნებათ ისეირნონ ცხენებით. |
![]() |
ტელესკოპით დაკვირვება უდაოდ ძლიერ ინტერესს იწვევს საღამოობით ცაზე ათასობით ვარსკვლავის დათვალიერება და მათზე დაკვირვება. გორდის სუფთა, გამჭირვალე ცა განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა ასტრონომიის მოყვარულებისათვის. მამულში არსებული ტელესკოპით შეგიძლიათ დააკვირდეთ ღამის ცას და გადახვიდეთ უკიდეგანო, შეუცნობელ სამყაროში. |
- დეტალები
- ავტორი Chateau Chikovani
- განყოფილება: მამული
- ნანახია: 22312 -ჯერ
საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს.
ღვინოს საქართველოში ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება.
ჩიქოვანების მამულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მარანს, აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის - ქვევრის, ანუ იმერულად ჭურის არაერთი ეგზემპლარი. თიხის ცრემლისებული ფორმის ჭურჭელი საუკეთესო საღვინე ჭურჭლად მიიჩნევა მეღვინეობაში.
ცალკე სანახაობაა ჭურისთავზე გაშლილი ქართული ტრადიციული მცირე სუფრა, ჭურის მოხდის პროცესი და ადგილზე ორშიმოთი ამოღებული ღვინის დაჭაშნიკება. მამულში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით ღვინის დაყენების პროცესი.
მარანში თქვენ ნახავთ უძველეს ღვინის წნეხს, რომელიც დიდი ქვის მერატაფისა, ბერკეტისა და ხრახნიანი ძელისაგან შედგება. მამულში, შესაბამის დროს, საშუალება გექნებათ თავად ჩაერთოთ ღვინისა თუ მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენების პროცესში.
აასევე საშუალება გექნებათ გაისეირნოთ მამულის ვენახში, სადაც თქვენ ქართული საღვინე ყურძნის ჯიში - ჩხავერის ვაზი დაგხვდებათ.
- დეტალები
- ავტორი Chateau Chikovani
- განყოფილება: მამული
- ნანახია: 20070 -ჯერ
მამულის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინოებისა და სხვადასხვა სასმელების დეგუსტაცია.
დეგუსტაცია იმართება მარანში. სასმელების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. ასევე შეგიძლიათ ხემსის შეკვეთაც.
დეგუსტაციის შეკვეთის პირობები წინასწარ უნდა დააზუსტოთ ადმინისტრატორთან.
ჩიქოვანების მამულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მარანს, აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის - ქვევრის, ანუ იმერულად ჭურის არაერთი ეგზემპლარი.
ცალკე სანახაობაა ჭურისთავზე გაშლილი ქართული ტრადიციული მცირე სუფრა, ჭურის მოხდის პროცესი და ადგილზე ორშიმოთი ამოღებული ღვინის დაჭაშნიკება. მამულში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით ღვინის დაყენების პროცესი.
აქვე თქვენ ნახავთ უძველეს ღვინის წნეხს, რომელიც დიდი ქვის მერატაფისა, ბერკეტისა და ხრახნიანი ძელისაგან შედგება. მამულში, შესაბამის დროს, საშუალება გექნებათ თავად ჩაერთოთ ღვინისა თუ მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენების პროცესში.
აასევე საშუალება გექნებათ გაისეირნოთ მამულის ვენახში.
- დეტალები
- ავტორი Chateau Chikovani
- განყოფილება: მამული
- ნანახია: 516 -ჯერ
მამულში სტუმრებს შეუძლიათ წინასწარი შეკვეთით მონაწილეობა მიიღონ აგრო ტურში.
ტურის მონაწილეები დაათვალიერებენ ვენახსა და ხეხილის ბაღებს. გაეცნობიან მცირე გადამამუშავებელი საამქროს მუშაობას.
ჩვენთან ძველი რეცეპტებით მზადდება ტყემლისა და პომიდვრის საწებლები, ასევე აჯიკის რამდენიმე დასახელება. საკმაზად დამატებით გამოყენებულია მინდვრის ველურ მცენარეები.
ტურის მონაწილეები შეძლებენ ჩიქოვანების მამულში დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტების დაგემოვნებას. ბოლოს სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ აქ ნაწარმოები პროდუქტების ნაკრები.
























































































