მამულში სტუმრებს შეუძლიათ წინასწარი შეკვეთით მონაწილეობა მიიღონ აგრო ტურში.
ტურის მონაწილეები დაათვალიერებენ ვენახსა და ხეხილის ბაღებს. გაეცნობიან მცირე გადამამუშავებელი საამქროს მუშაობას.
ჩვენთან ძველი რეცეპტებით მზადდება ტყემლისა და პომიდვრის საწებლები, ასევე აჯიკის რამდენიმე დასახელება. საკმაზად დამატებით გამოყენებულია მინდვრის ველურ მცენარეები.
ტურის მონაწილეები შეძლებენ ჩიქოვანების მამულში დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტების დაგემოვნებას. ბოლოს სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ აქ ნაწარმოები პროდუქტების ნაკრები.






















