სტუმრებს ვთავაზობთ ექსკურსიას ისტორიულ მამულში. მამულისა და გვარის ისტორია მოცემულია ამ საიტის წინა გვერზე - „ჩიქოვანების მამული“.

ექსკურსია მოიცავს ასწლოვანი ხეებით დახუნძლული ძველი ეზოს დათვალიარებას. ერთ-ერთი ცაცხვის ხის ასაკი 500 წელს აღწევს. ძველი სახლის დარბაზის კედლებზე გამოსახულია ბარელიეფები, რომლებიც ცოცხლად ასახავს მამულის ისტორიას.

აქვეა წარმოდგენილი ოთხსაუკუნოვანი გენიალოგიური ხე. ამ ხის ცენტრალური ფიგურაა დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც იყო დადიანების ბოლო სახლთუხუცესი და რომელსაც ჰყავდა 16 შვილი ერთი მეუღლისგან.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ღვინის ძველი მარანი, დააგემოვნონ ღვინოები და სხვა სასმელები.

ასევე შესაძლებელია ღვინის უძველესი წნეხის ნახვა, რომლის ასაკი არავინ იცის, მაგრამ ის დღემდე გამართულად ფუნქციონირებს.

აქვეა ჭურები (ქვევრი) და სპირტის სახდელი ავსტრიული აპარატი. ამ აპარატით მზადდება „ჭაჭა“, ხილის არყები, ასევე კონიაკი და კალვადოსი.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ვენახი, ვაზის ხეივანი (ტალავერი) და ხეხილის ბაღები.

ბოლოს, ასევე შესაძლებელია გასართობი დარბაზისა და საბილიარდოს დათვალიერება.

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com