მამულის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინოებისა და სხვადასხვა სასმელების დეგუსტაცია.
დეგუსტაცია იმართება მარანში. სასმელების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. ასევე შეგიძლიათ ხემსის შეკვეთაც.
დეგუსტაციის შეკვეთის პირობები წინასწარ უნდა დააზუსტოთ ადმინისტრატორთან.
ჩიქოვანების მამულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მარანს, აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის - ქვევრის, ანუ იმერულად ჭურის არაერთი ეგზემპლარი.
ცალკე სანახაობაა ჭურისთავზე გაშლილი ქართული ტრადიციული მცირე სუფრა, ჭურის მოხდის პროცესი და ადგილზე ორშიმოთი ამოღებული ღვინის დაჭაშნიკება. მამულში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით ღვინის დაყენების პროცესი.
აქვე თქვენ ნახავთ უძველეს ღვინის წნეხს, რომელიც დიდი ქვის მერატაფისა, ბერკეტისა და ხრახნიანი ძელისაგან შედგება. მამულში, შესაბამის დროს, საშუალება გექნებათ თავად ჩაერთოთ ღვინისა თუ მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენების პროცესში.
აასევე საშუალება გექნებათ გაისეირნოთ მამულის ვენახში.























































